ციფრული
QR მენიუ

თვეში მხოლოდ 15 ლარად ! შექმენი და მართე შენი რესტორნის, კაფე-ბარის , სწრაფი ან სხვა ნებისმიერი ტიპის კვების ობიექტის ციფრული QR მენიუ

10 დღიანი უფასო საცდელი პერიოდი

WEBMENU

webmenu.ge არის პლატფორმა რომლის მეშვეობითაც, დამოუკიდებლად , რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გავლის შემდეგ შეგიძლიათ შექმნათ სრულფასოვანი ციფრული მენიუ რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც ლინკის სახით მაგ : https://webmenu.ge/example ან ამავე ლინკის შესაბამისად გენერირებული QR კოდის მეშვეობით

მრავალენოვანი მხარდაჭერა

QR კოდის დასკანერებისას მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს თუ რომელ ენაზე სურს მენიუს ნახვა

  • თავდაპირველად აქტიურია 5 ენა (ქართული, ინგლისური, რუსული, ებრაული, თურქული)
  • მოითხოვეთ სასურველი ენა და მას უმოკლეს დროში დავამატებთ თქვენს მენიუს
  • ავტომატური თარგმნა!!! საკმარისია ტექსტის ერთ სასურველ ენაზე შეყვანა, სისტემა ავტომატურად მოახდენს თარგმნას დანარჩენ ენებზე.
  • აირჩიეთ რომელ ენაზე გსურთ მენიუს ჩვენება (მართვის პანელში ჩართეთ ან გამორთეთ შესაბამისი ენა)
Multi-language support
waiter call and bill request buttons

მიმტანის/ანგარიშის მოთხოვნა

  • ჩართეთ შესაბამისი ფუნქციონალი მართვის პანელში
  • მიიღეთ Live შეტყობინებები შესაბამის პანელში

პაკეტების შექმნა

კორპორატიული შეკვეთებისთვის და არა მარტო, შეგიძლიათ შექმნათ შეუზღუდავი რაოდენობის ინდივიდუალური ქვემენიუები და პაკეტები

  • აირჩიეთ კერძები არსებული მენიუდან
  • შეინახეთ პაკეტი სასურველი მახასიათებლებით (ფასდაკლების მინიჭება,მომსახურების % მოხსნა,რედაქტირების შესაძლებლობა)
  • დააკოპირეთ ლინკი და გადაუგზავეთ თქვენს მომხმარებელს
create menu packages
Dish select and menu share

მომხმარებლების მიერ კერძის არჩევისა და მენიუს გაზიარების შესაძლებობა

  • მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს კერძები
  • დააკოპიროს შექმნილი მენიუს ლინკი , გაუზიაროს მეგობრებს ან გადმოგიგზავნოთ თქვენ
  • აღნიშნული ფუნქცია შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ მართვის პანელიდან

დინამირუი სარეკლამო ბანერის შექმნა

შეგიძლიათ შექმნათ მცირე სარეკლამო ბანერი რომელიც გამოჩნდება მენიუს თავში, მაგალითად "დღის კერძი" , "ფასდაკლება" , "საფირმო კერძი" და სხვა

  • ატვირთეთ კერძის ფოტო რომელსაც არეკლამებთ, ან სხვა ნებისმიერი ფოტო რომელიც გსურთ მომხმარებელს გამოუჩნდეს
  • მიუთითეთ სასურველი სარეკლამო ან საინფორმაციო შინაარსის ტექსტი
  • ფუნქციონალი შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ მართვის პანელიდან
ad banner
customer review module

შეფასების მოდული

გაიგეთ თქვენი მომხმარებლის აზრი ! შეფასების მოდულის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გაგიზიაროთ თავისი მოსაზრება კერძის ან მომსახურების ხარისხის შესახებ

  • აღნიშნული ფუნქციონალი შეგიძლიათ აკონტროლოთ მართვის პანელიდან
  • ყოველ შეფასებაზე მიიღეთ შეტყობინება მეილზე

Google Review

Rate us on Google ღილაკის ინტეგრაცია

  • თუ ფლობთ Google Business Profile -ს , მენიუს მართვის პანელში შეგიძლიათ შეინახოთ შესაბამისი ლინკი და Google ის შეფასების ღილაკი მომენტალურად დაემატება მენიუს.
rate us on google integration

დამატებითი ფუნქციონალი

კერძის ამოღება

თუ რომელიმე კერძი დროებით არ არის ხელმისაწვდომი, წაშლის მაგივრად შეგიძლიათ დროებით ამოიღოთ იგი , ცვლილება მომენტალურად აისახება მენიუში

კერძის შემადგენლობა

სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ შემადგენლობა რომელიც მომხმარებლის მიერ კერძის არჩევისას გამოჩნდება, აღნიშნული ფუნქციონალი შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ ნებისმიერ დროს

სასურველი ფოტოს ფონად დაყენება

მენიუს ენის ასარჩევ გვერდზე შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი რესტორნის ან სხვა თქვენთვის სასურველი ფოტო

მართეთ მენიუს წყობა

თავდაპირველად მენიუს ორ სვეტიანი წყობა აქვს, მართვის პანელიდან თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ წობა და მენიუ ერთ სვეტად გამოაჩინოთ

მართეთ კატეგორიის ან კერძის რიგითობა

თავდაპირველად კეტეგორია და კერძები მენიუში მათი დამატების რიგითობის მიხედვით გამოჩნდება, თუმცა არსებული შეგიძლიათ შეცვალოთ, მაგალითად ბოლოს დამატებული კერძი გადაიტანოთ პირველ ადგილას და სხვა

საინფორმაციო კომენტარი

მენიუს ბოლოში შეგიძლიათ დაამატოთ საინფორმაციო ხასიათის კომენტარი სასურველი შინაარსით, მაგალითდ "ალერგიის შესახებ აცნობეთ მიმტანს" ან სხვა

მზა QR კოდი

დაგენერირებული QR კოდი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მაღალის ხარისხის SVG ფორმატში ან პირდაპირ ამობეჭდოთ ნებისმიერ A4 ფორმატის პრინტერზე.

Light და Dark თემის არჩევა

მართვის პანელიდან შეგიძლიათ არიჩიოთ თქვენთვის სასრუველი მენიუს თემა.

სოცგვერდები და საკონტაქტო ინფორმაცია

სოც გვერდების და საკონტაქტო ინფორმაციის დამატების შესაძლებლობა

მაგალითი 1

მაგალითი 2

* ფასები მოცემულია ერთ მენიუზე, მიუხედავად მაგიდების და ობიექტების რაოდენობისა

S-პაკეტი
₾60
  • სარგებლობის ვადა 3 თვე
  • 20 ₾ თვეში
შეძენა
M-პაკეტი
₾90
  • სარგებლობის ვადა 6 თვე
  • 15 ₾ თვეში
შეძენა
L-პაკეტი
₾180
  • სარგებლობის ვადა 12 თვე
  • 15 ₾ თვეში
შეძენა

ხშირად დასმული კითხვები

რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ შექმათ ცარიელი მენიუ, შემდეგ დაამატოთ კატეგორიები და ამავე კატეგორიებში დაამატოთ შესაბამისი კერძები. კატეგორიის და კერძის შექმნისას აუცილებელია ფოტოს ატვირთვა, ასევე დასახელების და ფასის მითითება , თუ ჯერ არ გაქვთ კერძის ფოტოები , მენიუს შექმნა შეგიძლიათ მხოლოდ 2 ფოტოს გამოყენებით , ერთი საერთო ფოტო კატეგორიებისთვის და ერთიც კერძებისათვის, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სასურველი ფოტო, მაგალითად ლოგო. თუ 10 დღიანი საცდელი პერიოდი არ თქვენთვის იქნება საკმარისი , შეგიძლიათ მოგვწეროთ და აღნიშნულ პერიოდს გაგიხანგრძლივებთ.

არანაირი! საცდელ პერიოდს გააჩნია ყველა ის ფუნქცია რაც ფასიან პაკეტს, ამასთანავე საცდელ პერიოდში შექმნილი მენიუ დარჩება უცვლელი პაკეტის არჩევისა და შეძენის შემთხვევაში, საცდელი პერიოდის გასვლის შემდგომ თქვენ არ გეზღუდებათ მენიუს შექმნა-რედაქტირების ფუნქციები, თუმცა QR კოდის დასკანერების შემხვევაში მომხმარებელი ვერ შეძლებს მენიუს ნახვას.

პაკეტის ვადის გასვლის შემდგომ, QR კოდის დასკანერების შემთხვევაში მომხმარებელი ვეღარ დაინახავს თქვენს კერძებს, თუმცა შედგენილი მენიუ არ წაიშლება და თქვენ ნებისმიერ დროს შეგეძლებათ პაკეტის განახლება , ამასთანავე რესტორნის QR კოდი რჩება უცვლელი.

სამწუხაროდ სერვისით სარგებლობის შეჩერება არ არის შესაძლებელი. თუ თქვენ გაქვთ სეზონური ბიზნესი და QR მენიუ გესაჭიროებათ მოკლე პერიოდით , შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაზე ხანმოკლე სამ თვიანი პაკეტი.

დიახ , თუ თქვენ ფლობთ რამდენიმე კვების ობიექტს , მთავარი გვერდიდან შეგიძლიათ დაამატოთ შეუზღუდავი რაოდენობის ობიექტები და მართოთ ერთი ანგარიშიდან, თუმცა ყოველი დამატებითი ობიექტის QR მენიუთი სარგებლობისათვის საჭიროა ცალკე პაკეტის შეძენა, აგრეთვე სხვადასხვა ობიექტისათვის შესაძლებელია სხვადასხვა პაკეტით სარგებლობა.

თუ თქვენ უკვე სარგებლობთ რომელიმე პაკეტით, ახალი პაკეტის შეძენის შემთხვევაში გაგეზრდებათ პროდუქტით სარგებლობის ვადა. მაგალითდ თუ თქვენ შეძენილი გქონდათ 3 თვიანი პაკეტი რომლიდანაც გასულია ორი თვე და შეიძენთ 6 თვიან პაკეტს, პროდუქტით სარგებლობას შეძლებთ 7 თვის განმავლობაში

შექმენი QR მენიუ მარტივად