ქორწილი, დაბადების დღე, ფურშეტი თუ კორპორატიული წვეულება , თითოეულ ღონისძიებას თავისი მენიუ ჭირდება.
ყველა ღონისძიება განსხვავებულია
ორმოცდაათი სტუმრის დაბადების დღე და ოთხასკაციანი ქორწილი ერთნაირ მენიუს არასდროს საჭიროებს. რესტორნებს, ქეიტერინგ კომპანიებსა და ღონისძიებების ორგანიზატორებს ეს კარგად ესმით და იციან ისიც, რამდენ დროს მოითხოცს თითო ინდივიდუალური მენიუს შეთანხმება.
ძველი მეთოდი: Excel-ის ფაილის დამკვეთთან გადაგზვნა/გადმოგზავნა
გაგიგიათ ეს სცენარი?
- კლიენტს ეგზავნება Excel-ის ფაილი ფასებით.
- კლიენტი რაღაცას ამოშლის, რაღაცას დაამატებს და ფაილს უკან აბრუნებს.
- თქვენ ახალ ვერსიას ამზადებთ და ისევ აგზავნით.
- რამდენიმე წრის შემდეგ უკვე აღარავის ახსოვს, რომელი ფაილია ბოლო ვერსია
ბოლო_მენიუ.xlsx, ბოლო_მენიუ2.xlsxთუ მენიუ_საბოლოოოო!!!.xlsx.
შედეგი: დაკარგული დრო, არევ-დარევა და ნერვიულობა ორივე მხარისთვის – ხშირად ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრეც კი.
ახალი გზა: ერთი მენიუ, ერთი ადგილი
webmenu.ge-ზე ყოველი ღონისძიებისთვის/შეკვეთისთვის შეგიძლიათ შექმნათ ცალკე, ინდივიდუალური მენიუ – უკვე არსებული პროდუქციის კატალოგიდან, რამდენიმე დაწკაპუნებით.
როგორ მუშაობს:
- ქმნით ღონისძიებას – უთითებთ დასახელებას და საკონტაქტო ნომერს.
- ირჩევთ კერძებსა და სასმელებს თქვენი კატალოგიდან და აყალიბებთ კონკრეტული ღონისძიების მენიუს.
- უზიარებთ კლიენტს ბმულს – ფაილის გაგზავნა აღარ გჭირდებათ.
- კლიენტი თავად ხედავს თავის მენიუს და საჭიროების შემთხვევაში თავადვე შეჰყავს ცვლილებები.
- თქვენ მყისიერად ხედავთ განახლებულ ვერსიას – ერთადერთს, ყოველთვის აქტუალურს და ბოლო ბანახლების თარიღით.
რას იღებს თქვენი კლიენტი
კლიენტისთვის პროცესი ხდება მარტივი და გამჭვირვალე:
- საკუთარი მენიუ საკუთარ გვერდზე – ლამაზად, სურათებითა და აღწერებით, და არა უსახური ცხრილის სახით.
- ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა – კერძის შეცვლა, დამატება თუ ამოღება ფაილების გაგზავნის გარეშე.
- კონტროლის შეგრძნება – კლიენტს არ უწევს ელოდოს პასუხს ყოველ პატარა ცვლილებაზე.
რას იღებთ თქვენ
- დროის დაზოგვა – ბოლო ბოლო აღარ გჭირდებათ ფაილების გადაგზავნა და ვერსიების თვალყურის დევნება.
- ნაკლები შეცდომა – ერთი აქტუალური მენიუ ორ-სამი ფაილის ნაცვლად.
- პროფესიონალური იერი – კლიენტი ხედავს, რომ საქმე გაქვთ მოწესრიგებულ, თანამედროვე სისტემასთან.
- სწრაფი შეთანხმება – რაც უფრო სწრაფად ასრულებს კლიენტი მენიუს, მით უფრო სწრაფად იწყებთ მომზადებას.
ვისთვის არის ეს ფუნქცია
ეს შესაძლებლობა გამოადგებათ ყველას, ვინც ღონისძიებებთან მუშაობს:
- რესტორნებსა და ბანკეტის დარბაზებს
- ქეიტერინგ კომპანიებს
- ფურშეტისა და კერძო წვეულებების მომსახურებებს
- ღონისძიებების ორგანიზატორებს
- ყველას, ვისაც კლიენტისთვის ინდივიდუალური შეთავაზების გაკეთება უწევს
სცადეთ დღესვე
ქორწილი იქნება ეს, დაბადების დღე, ფურშეტი თუ ნებისმიერი სხვა ღონისძიება – ინდივიდუალური მენიუს შედგენა ახლა მარტივია. დაივიწყეთ Excel-ის ფაილების გაგზავნა-გამოგზავნა და მიანიჭეთ თქვენს კლიენტებს ახალი, კომფორტული გამოცდილება.
გაიარეთ რეგისტრაცია webmenu.ge-ზე და შექმენით თქვენი პირველი ღონისძიების მენიუ დღესვე.