სერვისის გამოყენების შემთხვევაში, ჩაითვლება რომ თქვენ დაეთანხმეთ ყველა ჩამოთვლილ პირობას.
სერვისი მოიცავს ვებ აპლიკაცია webmenu.ge-ს გამოყენებით საზ. კვების ან ნებისმიერი მსგავსი ტიპის ობიექტისათვის ციფურლი მენიუს შექმნასა და მართვას.
ვალდებულებას იღებთ არ გადასცეთ თქვენი ანგარიშის მონაცემები გარეშე პირებს.
თანახმა ხართ არ გამოიყენოთ სერვისი რაიმე უკანონო ან არაავტორიზებული მიზნებისთვის.
პასუხისმგებელი ხართ თქვენს მიერ ატვირთულ ფოტომასალასა და ტექსტზე.
ტექნიკური ხარვეზის გამო სერვისის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში, თანახმა ხართ სერვისით სარგებლობა გაგიგრძელდეთ იმავე პერიოდით რა პერიოდითაც ვერ მოხდა სერვისის მოწოდება.
თანახმა ხართ სერვისის განახლების / გაუმჯობესების შემთხვევაში განაგრძოთ სერვისით სარგებლობა შესაბამისი პაკეტის მოქმედების ვადაში.
საცდელი პერიოდის გარდა, სერვისით სარგებლობისათვის თქვენ უნდა შეიძინოთ არსებული პაკეტი.
სერვისის შეძენის შემდგომ თქვენი მხრიდან სერვისის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოხდება თანხის დაბრუნება.
ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, თუ საიტის ადმინისტრაცია ვერ მოახერხებს ხარვეზის აღმოფხვრას ან გადაწყვეტს სერვისის შეწყვეტას, თქვენ დაგიბრუნდებათ შეძენილი პაკეტის დარჩენილი პერიოდის ღირებულება.
დაუძლეველი ძალის ან საომარი მდგომარეობით გამოწვეული სერვისის შეფერხებაზე საიტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს.
საიტის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს არ გადასცეს გარეშე პირებს თქვენი პირადი მონაცემები (ელ ფოსტა, საკონტაქტო და სისტემაში თქვენს მიერ შენახული სხვა ინფორმაცია).
თანახმა ხართ, სერვისის გაუმჯობესების, პირობების ცვლილების ან საიტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ახალი პროდუქტის/სერვისის შესახებ ინფორაციის მოწოდებისათვის დამუშავდეს თქვენი მონაცემები მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ.
მობილური: +995 511 47 99 14.
მეილი: [email protected]
გაქვთ დამატებითი შეკითხვა? დაგვიკავშირდით