Webmenu.ge-ის დახმარებით ეს უკვე შესაძლებელია!


ჩვენი ციფრული მენიუ გთავაზობთ მიმტენის გამოძახების ფუნქციონალს, რომელიც მომსახურების პროცესს უფრო სწრაფს, მარტივსა და კომფორტულს ხდის როგორც სტუმრებისთვის, ასევე რესტორნის პერსონალისთვის.


როგორ მუშაობს მიმტენის გამოძახება?


სტუმარს შეუძლია QR მენიუდან ერთი მოქმედებით გამოიძახოს მიმტანი.

გამოძახების შემდეგ კონკრეტული მაგიდიდან მიღებული შეტყობინება Live რეჟიმში გამოჩნდება შესაბამის მართვის პანელში — როგორც ადმინისტრატორთან, ასევე მიმტანთან.

ეს საშუალებას გაძლევთ დროულად მიიღოთ ინფორმაცია სტუმრის მოთხოვნის შესახებ და სწრაფად მოახდინოთ რეაგირება.


როგორ გავააქტიუროთ ფუნქცია?


ფუნქციის გამოყენება მარტივია:


  1. ჩართეთ ფუნქციონალი — მართვის პანელში გაააქტიურეთ მიმტენის გამოძახების შესაძლებლობა.
  2. დაამატეთ მაგიდები — სისტემაში შექმენით თქვენი ობიექტის მაგიდები.
  3. მიენიჭეთ ინდივიდუალური QR კოდები — თითოეულ მაგიდას ექნება საკუთარი უნიკალური QR კოდი, რომლის საშუალებითაც სისტემა ზუსტად განსაზღვრავს, რომელი მაგიდიდან მოხდა მიმტენის გამოძახება.
  4. მიიღეთ Live შეტყობინებები — გამოძახების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოჩნდება ადმინისტრატორისა და მიმტანის შესაბამის პანელებში.


რა არის საჭირო ფუნქციის გამოსაყენებლად?


მიმტენის გამოძახების ფუნქციის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა:


  • სისტემაში დამატებული და კონფიგურირებული იყოს მაგიდები;
  • თითოეულ მაგიდას მინიჭებული ჰქონდეს ინდივიდუალური QR კოდი;
  • სტუმარი დაკავშირებული იყოს თქვენი ობიექტის Wi-Fi ქსელთან და ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა.


რატომ ღირს ამ ფუნქციის გამოყენება?


  • არანაირი დამატებითი მოწყობილობა — არ გჭირდებათ სპეციალური ღილაკების ან გამოძახების სისტემების შეძენა.
  • სწრაფი კომუნიკაცია — სტუმარი თავად, მარტივად იძახებს მიმტანს.
  • მაგიდის იდენტიფიცირება — ზუსტად იცით, რომელი მაგიდიდან მიიღეთ გამოძახება.
  • Live შეტყობინებები — ინფორმაცია ერთდროულად ხელმისაწვდომია ადმინისტრატორისა და მიმტანისთვის.
  • მომსახურების გაუმჯობესება — ნაკლები ლოდინი და უფრო კომფორტული გამოცდილება სტუმრებისთვის.


თქვენი რესტორნის მომსახურება კიდევ უფრო მარტივი ხდება!


Webmenu.ge მუდმივად ვითარდება, რათა რესტორნებს შესთავაზოს თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ საქმიანობას და აუმჯობესებს სტუმრების მომსახურების ხარისხს.


ისარგებლეთ მიმტენის გამოძახების ფუნქციით — დამატებითი მოწყობილობების გარეშე!


🌐 https://webmenu.ge/


Webmenu.ge - მეტი კომფორტი თქვენი სტუმრებისთვის, მეტი ეფექტურობა თქვენი ბიზნესისთვის.